logo_geo
ინდოეთმა „რემდესივირის“ ექსპორტი აკრძალა
- +

11 აპრილი. 2021. 17:00

 

 

ინდოეთის ხელისუფლებამ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატი „რემდესივირის“ და მისი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების ექსპორტი აკრძალა. ამის შესახებ გამოცემა „The Guardian“ წერს.

 

გამოცემის ცნობით, ინდოეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პრეპარატზე მოთხოვნა ბოლო პერიოდში რეკორდულად გაიზარდა. „რემდესივირის“ ექსპორტზე აკრძალვა იმ დრომდე დარჩება ძალაში, სანამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება არ გაუმჯობესდება.

 

პრეპარატ „რემდესივირის“ ოფიციალური მწარმოებლის „Gilead Sciences“-ისგან, პრეპარატის დამზადების ლიცენზიას 7 ინდური კომპანია ფლობს.

 

გარდა ამისა, ხელისუფლებამ შემდეგი ნაბიჯები გადადგა, რათა ქვეყნის შიგნით „რემდესივირზე“ მარტივი წვდომა უზრუნველყოს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი