logo_geo
ბრაზილიაში მაცხოვრის ახალ ქანდაკებას აშენებენ, რომელიც „მხსნელ ქრისტეზე“ მაღალი იქნება
- +

11 აპრილი. 2021. 20:51

 

 

ბრაზილიაში მაცხოვრის ახალ ქანდაკებას აშენებენ, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობაზე, მონუმენტ „მხსნელ ქრისტეზე“ მაღალი იქნება. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ახალი ქანდაკება, სახელწოდებით „მცველი ქრისტე“ ქალაქ ენკანტადოში შენდება და მისი სიმაღლე 43 მეტრს შეადგენს. ეს სიმაღლით მაცხოვრის მესამე ქანდაკება იქნება მსოფლიოში.

 

ქანდაკების აგების ინიციატორი ადგილობრივი პოლიტიკოსი ადროალდო კონზაძი იყო, რომელიც მარტში კორონავირუსით გარდაიცვალა. მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 350 ათასი დოლარია. ის კერძო პირებისა და კომპანიების შემოწირულობებით ფინანსდება.

 

ქანდაკებაში ლიფტი იმუშავებს, რომელიც ტურისტებს 40 მეტრის სიმაღლეზე განლაგებულ გადმოსახედ მოედანზე აიყვანს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი