logo_geo
ოთარ ტატიშვილი: ის, რომ თქვენ გარშემო არავინ გარდაცვლილა, არ ნიშნავს, რომ პანდემია არ არსებობს
- +

12 აპრილი. 2021. 10:21

 

 

„იმედის დილის“ წამყვანი, ექიმი ოთარ ტატიშვილი მოქალაქეს, რომელმაც ქუჩაში ჩატარებული გამოკითხვისას თქვა, რომ კორონავირუსის პანდემიის არსებობის არ სჯერა, ბოქსირებული და რეანიმაციული განყოფილებების დათვალიერებას სთავაზობს.

 

გამოკითხვისას მოქალაქემ თქვა: „ბევრი ნაცნობი მყავს, იმათაც ვეკითხები: „ვინმე დაიღუპა ჩვენ გარშემო?“. არავინ დაღუპულა. თუ პანდემიაა, ეს ნიშნავს, რომ სანაცნობოს 20% მაინც უნდა დაიხოცოს. ესაა ჩვეულებრივი გრიპი, რომელიც ადრეც იყო“, რის საპასუხოდაც, ოთარ ტატიშვილმა თქვა:

 

„ღმერთმა დაგიფაროთ, იმედია, არავინ დაავადდება და არავინ გარდაიცვლება, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, მაგრამ, ბატონო, ის, რომ თქვენ გარშემო არავინ გარდაცვლილა, არ ნიშნავს, რომ პანდემია არ არსებობს. აგერ, ბატონი თემურ წიკლაური, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალნენ... ასეთი რამ გავაკეთოთ; დამიკავშირდით, ჩემთან დაკავშირება არაა რთული, ყველაფერს მოვაგვარებ და ერთად შევიდეთ იმ კლინიკების ბოქსირებულ და რეანიმაციულ განყოფილებებში, სადაც კოვიდს მკურნალობენ. მე განახებთ იქ პაციენტებს, როგორ იღუპებიან და როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან კოვიდის გამო. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობთ, სრულ პატივისცემას ვაფიქსირებ თქვენ მიმართ, მაგრამ თქვენი მოსაზრება არაა სწორი და მეტიც - დამღუპველია“, - აღნიშნა ოთარ ტატიშვილმა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი