logo_geo
რა სთხოვა პრინცმა ფილიპმა შვილს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე
- +

12 აპრილი. 2021. 14:17

 

 

ედინბურგის ჰერცოგს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე შვილთან, პრინც ჩარლზთან ემოციური საუბარი ჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ „Mirror“ ავრცელებს.

 

პრინცმა ფილიპმა საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ პრინც ჩარლზს მასთან შეხვედრა სთხოვა.

 

საუბრის დროს ედინბურგის ჰერცოგმა შვილს უთხრა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ დედოფალზე ეზრუნა. ასევე, მათ განიხილეს, როგორ უნდა მართოს მემკვიდრემ სამეფო ოჯახის ცხოვრება მომავალში.

 

პრინცი ფილიპი მიხვდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, ამიტომ 99 წლის ედინბურგის ჰერცოგის უკანასკნელი სურვილი იყო, საავადმყოფოდან სახლში გადაეყვანათ, რათა საკუთარ საწოლში გარდაცვლილიყო.

 

პრინცი ფილიპი საავადმყოფოდან 16 მარტს გამოწერეს. ჰერცოგს გულის პრობლემები აწუხებდა.

 

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრინცი ფილიპი 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი