logo_geo
პრაღაში რუსეთის საელჩოსთან ოქროს უნიტაზზე მჯდომი პუტინის ქანდაკება მიიტანეს
- +

17 აპრილი. 2021. 17:08

 

 

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში რუსეთის საელჩოსთან ოქროს უნიტაზზე მჯდომი ვლადიმერ პუტინის ქანდაკება მიიტანეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

 

 

მოძრაობა Kaputin-ის აქტივისტებმა საპროტესტო აქციაზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია, რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრება და რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევები გააპროტესტეს.

 

„არაფერი არ ახასიათებს რუსეთის მოქმედ მმართველებს ისე, როგორც ოქროს უნიტაზები პუტინის სასახლეში, როდესაც ქვეყნის მოსახლეობის 13%-ს საკუთარი ტუალეტიც კი არ აქვს“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი