logo_geo
„Disney“ კონკიას დებზე ფილმს გადაიღებს
- +

18 აპრილი. 2021. 15:58

 

„Disney“ კონკიას ბოროტი ნახევარ დების შესახებ მხატვრულ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ გამოცემა „Deadline“ წერს.

 

კონკიას დები ლედი ტრემეინის ქალიშვილები, დრიზელა და ანასტასია ტრემეინები არიან. რომელი მსახიობები შეასრულებენ მათ როლებს, ამჟამად უცნობია.

 

სცენარის ავტორები ენი მუმოლო და კრისტენ ვიგი იქნებიან.

 

რეჟისორი დებს კომიკური კუთხით წარმოგვიჩენს. ეს იქნება ისტორია დებზე, რომლებიც მემკვიდრეობის შენარჩუნებისთვის იბრძვიან.

 

ამ დროისათვის, ფილმის სახელწოდება და მისი პრემიერის ოფიციალური თარიღი უცნობია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი