logo_geo
ისრაელი კოვიდ-ინფიცირებულთათვის განკუთვნილ უკანასკნელ განყოფილებებს კეტავს
- +

21 აპრილი. 2021. 12:48

 

 

ისრაელში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი უფრო და უფრო მცირდება. ქვეყანაში კორონავირუსისთვის განკუთვნილი უკანასკნელი ორი განყოფილება დაკეტეს. ამის შესახებ ინფორმაციას Ynetnews ავრცელებს.

 

პანდემიის პიკში, ჰადერის კლინიკაში სამი სპეციალური COVID-განყოფილება იყო მოწყობილი, მაგრამ ბოლო დღეებში მხოლოდ 7 პაციენტი იყო დარჩენილი, ამიტომ ისინი საერთო დიაგნოსტირების ცენტრში გადაიყვანეს, განყოფილებები კი დაკეტეს.

 

ბარუჰის სამედიცინო ცენტრმა ასევე დაკეტა კოვიდ-ინფიცირებულთათვის განკუთვნილი ბოლო განყოფილება. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ცენტრში მკურნალობდა პანდემიის დაწყების დროს პირველი დაავადებული პაციენტი.

 

ცნობისთვის, ისრაელში ვაქცინაციის პროცესი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „Pfizer/BioNtech“-თან კიდევ ერთი კონტრაქტი გააფორმა. ქვეყანა 2022 წელს ვაქცინების დამატებით 18 მილიონ დოზას მიიღებს.

 

ისრაელში სულ 2 100-მდე აქტიური შემთხვევაა დარჩენილი. ვაქცინა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა უკვე მიიღო.

 

 

big_banner
არქივი