logo_geo
მონიკა ბელუჩის საპატიო ჯილდო ფრანსუა ოლანდმა გადასცა
- +

27 ნოემბერი. 2016. 00:02



იტალიელმა ლამაზმანმა, მონიკა ბელუჩიმ საპატიო ლეგიონის ორდენი მიიღო. ჯილდო მას საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა გადასცა. ცერემონიის ამსახველი კადრები, რომელიც ელისეს სასახლეში გაიმართა, ბელუჩიმ „ინსტაგრამზე" თავად გააზიარა. ორდენი მონიკამ ფრანგულ კინოში შეტანილი წვლილისთვის მიიღო


შეგახსენებთ, რომ ბელუჩის უკანასკნელი ფილმი ემირ კუსტურიცას „On the Milky Road" გახდა, სადაც მან მთავარი როლი შეასრულა. ფილმის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე შედგა.


 

 

 

 

big_banner
არქივი