logo_geo
საბერძნეთში ქართველმა ქალმა ახალშობილი სიკვდილს გადაარჩინა
- +

24 აპრილი. 2021. 16:25

 

 

საბერძნეთში ქართველმა ქალმა ქუჩაში გადაგდებული ახალშობილი იპოვა.

შემთხვევა ასპროპირგოს ტერიტორიაზე მოხდა. ქართველმა ქალმა, რომელიც ქუჩაში მიდიოდა, ტირილის ხმა გაიგონა და იქვე, მინდორში, გადაგდებული ახალშობილი გოგონა იპოვა.

 

ბავშვი პატარა საბანში იყო გახვეული და ჭიპლარიც კი ზედ ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ სულ ახალი დაბადებული იყო. ქალმა მაშინვე შეატყობინა პოლიციას და ადგილზე სამაშველო ჯგუფი სწრაფად მივიდა.

 

ბავშვი ახლა თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

პირველი, რაც მაშველებმა გააკეთეს იყო ის, რომ ახალშობილი გაათბეს, შემდეგ კი ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ ბავშვის დედამ იმავე ადგილას იმშობიარა და საკუთარი შვილი მიატოვა.

 

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება ჩხრეკა მიმდებარე სახლებსა და ბანაკებში.

 

გარდა ამისა, პოლიციას ჩვენებას კიდევ ერთხელ მისცემენ ქართველი ქალი და ოფიცრები იმედოვნებენ, რომ დედას მალე მიაკვლევენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი