logo_geo
პარიზის „დისნეილენდში" კორონავირუსზე ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა
- +

24 აპრილი. 2021. 18:19

 

 

 

პარიზის „დისნეილენდის" საკონფერენციო დარბაზი, პანდემიის გამო, დროებით, კორონავირუსზე ვაქცინაციის ცენტრად გადაკეთდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Anadolu წერს.

 

გამოცემა აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო, გასართობი ცენტრი, თითქმის, ერთი წელია დაკეტილია.

 

რეგიონული ხელისუფლების მონაცემებით, პარიზის „დისნეილენდში“ განთავსებულ ვაქცინაციის ცენტრში აცრა დღეში 1000-მდე ადამიანს გაუკეთდება.

 

კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის გამო, პარიზის „დისნეილენდი“ პირველად 2020 წლის 13 მარტს დაიკეტა, თუმცა რამდენიმე თვეში, 2020 წლის  15 ივლისს გაიხსნა. ხოლო სანიტარული მდგომარეობის გაუარესების გამო, გასართობი ცენტრი 30 ოქტომბრიდან კვლავ დაიკეტა.

 

 

 

big_banner
არქივი