logo_geo
დღეს მსოფლიოში ვეტერინარების დღე აღინიშნება
- +

24 აპრილი. 2021. 19:20

 

 

24 აპრილს მსოფლიოში ვეტერინარების დღე აღინიშნება. გასული წლის განმავლობაში, პანდემიის პირობებში, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ექიმ-ვეტერინარებმა, 5 000-მდე სტერილიზაცია-კასტრაციის ოპერაცია ჩაატარეს და 1 300-ზე მეტ ტრავმირებულ ცხოველს დაეხმარნენ.

 

„საბედნიეროდ, საქართველოში ბევრი მაღალკვალიფიციური ვეტერინარი ემსახურება ცხოველების ჯანმრთელობას. ხშირ შემთხვევაში, ისინი მიუსაფარ ცხოველებს სრულიად უსასყიდლოდ ეხმარებიან,“ - აცხადებენ სააგენტოში.

 

ვეტერინარების საერთაშორისო დღე მსოფლიო ვეტერინარიის ასოციაციისა (WVA) და ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ 2000 წელს დაარსდა და ყოველწლიურად, აპრილის ბოლო შაბათს აღინიშნება.

 

ამ დღეს საგანმანათლებლო-შემეცნებითი დატვირთვა აქვს და მისი გზავნილი საზოგადოებისადმი ყოველწლიურად იცვლება. საერთაშორისო პროფესიული დღესასწაულის წლევანდელი თემაა - „ვეტერინარების მზაობა კოვიდ-19-ის კრიზისისადმი“.

big_banner
არქივი