logo_geo
ინდონეზიაში გაუჩინარებული წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები იპოვეს
- +

24 აპრილი. 2021. 21:21

 

ინდონეზიაში, გაუჩინარებული სამხედრო წყალქვეშა ნავის ნამსხვრევები აღმოჩენილია, - ამის შესახებ Aljazeera ინდონეზიის ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით წერს.

 

რამდენიმე ობიექტი წყალქვეშა ნავის ბოლო ადგილსამყოფელთან ახლოს იპოვეს. მათ შორისაა ტორპედოს გასასწორებელი აღჭურვილობის ნამსხვრევები, პერიოსკოპის საპოხი ნივთიერების ბოთლი და ნოხები, რომელთაც ეკიპაჟის წევრები ლოცვის დროს ძირს აფენდნენ.

 

გერმანიაში აგებული წყალქვეშა ნავი, KRI Nanggala-402, რომელიც ინდონეზიის ფლოტს 1981 წლიდან ემსახურებოდა, რამდენიმე დღის წინ, კუნძული ბალიდან ჩრდილოეთით გაუჩინარდა. მასში 53 მეზღვაური იყო. არცერთი მათგანის ცხედარი ნაპოვნი არაა.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი