logo_geo
ილონ მასკი: მარსის ათვისებისას ბევრი ადამიანი დაიღუპება
- +

28 აპრილი. 2021. 02:34

 

 

SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მარსის ათვისების პროცესში შესაძლოა არაერთი ადამიანი დაიღუპოს. ამის შესახებ მან ფონდ X Prize-ის ხელმძღვანელთან, პიტერ დიამანდისთან ისაუბრა.

 

„შესაძლოა დაიღუპოთ. ეს კომფორტული არ იქნება, შესაძლოა კარგი საკვები არ გქონდეთ და ა.შ. ეს რთული და სახიფათო მოგზაურობა იქნება, რომლიდანაც შესაძლოა ცოცხალი ვერ დაბრუნდეთ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ალბათ ბევრი ადამიანი დაიღუპება“, - განაცხადა მასკმა.

 

მან ასევე დასძინა, რომ მარსზე მოგზაურობა მხოლოდ მოხალისეებისთვის გახდება შესაძლებელი, რომლებისთვისაც ეს „კარგი თავგადასავალი და წარმოუდგენელი გამოცდილება“ იქნება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი