logo_geo
რუსული მედია: რუსეთის ქალაქებში უკრაინელი ნეონაცისტები დააკავეს, რომლებიც აფეთქებების მოწყობას გეგმავდნენ
- +

29 აპრილი. 2021. 13:30

 

 

„რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ქვეყნის ცხრა ქალაქში უკრაინული ნეონაცისტური ახალგაზრდული დაჯგუფების 16 წევრი დააკავა“,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, დაკავებულები რუსეთის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების მოწყობასა და მასობრივ მკვლელობების განხორციელებას გეგმავდნენ.

 

„არსებობდა გეგმები რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ტამბოვში, პეტერბურგში, სამარასა და სარატოვში, მასობრივი მკვლელობების განხორციელების შესახებ“, - აცხადებს ერთ-ერთი დაკავებული „ეფესბეს“ მიერ გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერში.

 

მეორე დაკავებულის თქმით კი, მათი მიზანი დანების, პისტოლეტების და სხვა იარაღების გამოყენებით ქუჩებში ძალადობისა და მკვლელობების მოწყობა იყო.

 

რუსული მედიის ინფორმაციით, დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ისინი მითითებებს უკრაინიდან, დაჯგუფება М.К.У.-ის ხელმძღვანელ იგორ კრასნოვისგან ღებულობდნენ.

 

 

big_banner
არქივი