logo_geo
2025 წლამდე ვაქცინებში 157 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯება
- +

29 აპრილი. 2021. 22:28

 

 

IQVIA Holdings Inc-ის კვლევის თანახმად,  2025 წელს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად, მსოფლიოში, 157 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

კვლევის მიხედვით, ვაქცინების ხარჯები, სავარაუდოდ წელს ყველაზე მაღალი იქნება, დაახლოებით 54 მილიარდი დოლარი, რადგან წელს იმუნიზირებული ადამიანების პროცენტული მაჩვენებელი გლობალურად 70%-ს მიაღწევს.

 

მომდევნო წლებში ვაქცინის ღირებულება შემცირდება, რადგან კონკურენცია გაიზრდება. ამასთან მოსახლეობის უმეტესობა უკვე აცრილი იქნება.

 

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად კოლოსალური დანახარჯისა, ეს მცირე ფასია, რადგან ყველაზე ღირებული, ადამიანის სიცოცხლეა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი