logo_geo
ისრაელში დღეს ეროვნული გლოვის დღეა
- +

2 მაისი. 2021. 13:41

 

 

ისრაელში, მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, დღეს ეროვნული გლოვის დღეა, - ამის შესახებ Reuters- წერს.

 

ამავე სააგენტოს ცნობით, რელიგიურ ფესტივალზე მომხდარი ჭყლეტისას დაღუპულებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან.

 

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ აშშ-ის არაერთი მოქალაქეა დაშავებულთა შორისაც“, - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

 

ერთ-ერთი დაღუპულის, 13 წლის ბიჭის მამა იხსენებს, რომ ჭყლეტის დროს მთელი სხეული დაბუჟებული ჰქონდა და მხედველობა დაებინდა.

 

ჩემი შვილი ყვიროდა: „მამა მე მოვკვდები“, - იხსენებს კაცი, რომელიც საავადმყოფოდან ცოტა ხნის წინ, შვილის დაკრძალვაზე დასასწრებად გაწერეს.

 

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, დაღუპული 45 ადამიანიდან 42-ის ამოცნობა მოხერხდა.

 

ტრაგედია მერონის მთაზე მოხდა, სადაც ლაგ ბა-ომერის ფესტივალი იმართებოდა. შეზღუდვების მიუხედავად, იქ ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.

 

 

big_banner
არქივი