logo_geo
საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან 4 ასტრონავტი დაბრუნდა
- +

3 მაისი. 2021. 00:05

 

 

SpaceX-მა NASA-სთან კონტრაქტის ფარგლებში პირველი რეგულარული მისია წარმატებით დაასრულა. საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან დედამიწაზე 3 ამერიკელი და 1 იაპონელი ასტრონავტი დაბრუნდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კაფსულა „დრეგონ რეზილიენსი“ მექსიკის ყურეში, ფლორიდასთან ადგილობრივი დროით 02:56 საათზე დაეშვა. ბოლო 53 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამერიკელები კოსმოსიდან ღამე დაბრუნდნენ. ფრენა 6,5 საათს გაგრძელდა.

 

ასტრონავტებმა მაიკლ ჰოპკინსმა, ვიქტორ გლოვერმა, შენონ უოკერმა და სოიტი ნოგუტიმ დედამიწის ორბიტაზე ნახევარი წელი გაატარეს. NASA-ს ინფორმაციით, ოთხივე მათგანი თავს კარგად გრძნობს და სამედიცინო შემოწმებას გადის.

 

ამ ეტაპზე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე 7 ასტრონავტი რჩება: 3 ამერიკელი, 3 რუსი და 1 იაპონელი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი