logo_geo
მიანმარში საპროტესტო აქციის მონაწილეებს უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს
- +

3 მაისი. 2021. 10:39

 

 

მიანმარში, სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე 8 ადამიანი დაიღუპა. საერთაშორისო მედიის ცნობით, მიანმარის უშიშროების ძალებმა ცეცხლი დემონსტრანტებს გაუხსნეს.

 

საპროტესტო გამოსვლები რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება პირველ თებერვალს მას შემდეგ მოხდა, რაც ძალაუფლება სამხედროებმა გადაიბარეს და ქვეყნის პირველი პირები დააკავეს.

 

 

big_banner
არქივი