logo_geo
„თალიბანმა“ ავღანური ჯარების ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე შეტევა განახორციელა
- +

3 მაისი. 2021. 12:03

 

 

ტერორისტულმა ორგანიზაცია „თალიბანმა“ ავღანეთის დასავლეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე შეტევა განახორციელა, რომელსაც სულ მცირე 20 ჯარისკაცი ემსხვერპლა.

 

ადგილობრივი პარლამენტის წევრის, აბდულ სათარ ჰუსაინის განცხადებით, მეამბოხეებმა ფარაჰის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე სპეციალურად გათხრილი გვირაბის გამოყენებით შეაღწიეს.

 

ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს აქამდე არ დაუდასტურებია, მაგრამ მომხდარზე  „თალიბანმა“ უკვე პასუხისმგებლობა აიღო.

 

 

big_banner
არქივი