logo_geo
დონალდ ტრამპი: 2020 წლის არჩევნები ცნობილი იქნება, როგორც დიდი ტყუილი
- +

4 მაისი. 2021. 00:45

 

 

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამიერიდან, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს მოიხსენიებს როგორც „დიდ ტყუილს“.

 

2020 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნები დღეიდან ცნობილი იქნება, როგორც დიდი ტყუილი!“, - ნათქვამია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის განცხადებაში.

 

2020 წლის 15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა.

დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი