logo_geo
დონალდ ტრამპი ამომრჩევლის ხმების გადათვლის მცდელობას „თაღლითობას“ უწოდებს
- +

27 ნოემბერი. 2016. 02:45



აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამომრჩევლის ხმების გადათვლის მცდელობას „თაღლითობას" უწოდებს და მოითხოვს, არჩევნების შედეგები დაუყოვნებლივ იყოს აღიარებული. ამის შესახებ ღეუტერს იუწყება.


ხალხმა თავისი სიტყვა თქვა, არჩევნები დასრულდა და როგორც თავად ჰილარი კლინტონმა განაცხადა არჩევნების ღამეს, როცა დამარცხება აღიარა და მე მომილოცა - „ჩვენ უნდა ვაღიაროთ ეს შედეგები და გავიხედოთ მომავლისკენ" - აღნიშნულია ტრამპის განცხადებაში.


ტრამპი მიიჩნევს, რომ ხმების გადათვლა „მწვანეთა პარტიის" კანდიდატ ჯილ სტეინს ფულის საშოვნელად სურს და ხელთ არსებულ თანხას სრულად არ მოახმარს ამ პროცესს.  


ეს არის თაღლითობა „მწვანეთა პარტიის" მხრიდან", - აცხადებს ტრამპი.


მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯილ სტეინმა შტატ ვისკონსინში საარჩევნო კომისიას ხმების გადათვლის მოთხოვნით პეტიცია გადასცა. მან ამ პროცედურისთვის საჭირო ფულადი სახსრებიც შეაგროვა.


 

 

big_banner
არქივი