logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 157 მილიონს გადააჭარბა
- +

9 მაისი. 2021. 14:05

 

 

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 157 მილიონს გადააჭარბა.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსის 157 703 626 შემთხვევა გამოვლინდა, 3 283 422 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 93 741 151 - გამოჯანმრთელდა.

 

ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით, აშშ კვლავ პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 32 686 462 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 581 516 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

 

 

big_banner
არქივი