logo_geo
საბერძნეთში პირბადეების ტარება 20 სექტემბრიდან სავალდებულო აღარ იქნება
- +

10 მაისი. 2021. 14:30

 

 

ათენისა და პირეოსის საავადმყოფოების სამედიცინო მუშაკთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, მატინა პაგონიმ განაცხადა, რომ საბერძნეთში პირბადეების ტარება, სავარაუდოდ,  20 სექტემბრიდან სავალდებულო აღარ იქნება. ამის შესახებ CNN-ის ბერძნული გამოცემა წერს.

 

პაგონის განცხადებით, ვაქცინაციის პროგრამის დამსახურებით, ივნისის ბოლოს კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი მოქალაქეთა 50%-ს ექნება. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში კი ეს მაჩვენებელი 75%-ს მიაღწევს.

 

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ 14 მაისს ტურისტული სეზონი გაიხსნება.

 

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსი 362 004 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 11 029 ინფიცირებული გარდაიცვალა.

 

 

big_banner
არქივი