logo_geo
ინდოეთში მდინარე განგმა 40-მდე ცხედარი გამორიყა
- +

11 მაისი. 2021. 16:44

 

 

„ჩრდილოეთ ინდოეთში, მდინარე განგმა გამორიყა 40-მდე ადამიანის ცხედარი, რომლებიც, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, მათმა ოჯახებმა ცხედრების მდინარეში ჩაყრა იმის გამო გადაწყვიტეს, რომ კრემაციის რიტუალისთვის საჭირო ფინანსური საშუალება არ გააჩნდათ“, - ამის შესახებ „Al Jazeera“ წერს.

 

ცხედრები ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ დასახლებაში, ბუქსარში გამოირიყა.

 

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცენტრალური ხელისუფლებისგან დაევალათ, ყველა ცხედარი დაკრძალონ ან დაწვან.

 

ინდოეთში მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანაში საწოლებისა და ჟანგბადის მარაგის დეფიციტია. მთავრობამ ჟანგბადის იმპორტი პრიორიტეტულ საკითხად გამოაცხადა.

 

აღსანიშნავია, რომ 1 მაისს ინდოეთი გახდა პირველი ქვეყანა, სადაც დღე-ღამეში ინფიცირების 400 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. 2 მაისს კი, ქვეყანამ გარდაცვალების დღიური მაჩვენებლით, საკუთარი რეკორდი მოხსნა; 24 საათის განმავლობაში აქ 3 689 ადამიანი გარდაიცვალა, რაც, იმ დროისთვის, ამ ქვეყნისთვის, ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენელი იყო.

 

ინდოეთის მთავრობის მიერ შექმნილი სამეცნიერო მრჩეველთა ფორუმის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება მარტის დასაწყისში გააფრთხილეს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი და უფრო გადამდები ვარიანტის შესახებ, თუმცა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ ეს უგულებელყო. მეცნიერები აცხადებენ, რომ მთავრობა არ ცდილობდა, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, შეზღუდვები გაემკაცრებინა. მათივე განცხადებით, სწორედ ამ პოლიტიკის შედეგად, მილიონობით ადამიანი, პირბადის გარეშე, დაესწრო პრემიერ-მინისტრის მიერ ჩატარებულ რელიგიურ ფესტივალებსა და პოლიტიკურ შეკრებებს. ამასთან, ათიათასობით ფერმერმა განათავსა კარვები დედაქალაქთან ახლოს და სოფლის მეურნეობის პოლიტიკას აპროტესტებდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი