logo_geo
პოლონელმა ლტოლვილმა გაქცევის მიზნით 20-მეტრიანი გვირაბი გათხარა
- +

11 მაისი. 2021. 18:59

 

 

ავსტრალიაში პოლონელმა 40 წლის ლტოლვილმა მიგრანტების დაკავების ცენტრიდან თავის დასაღწევად თვითნაკეთი ხელსაწყოების გამოყენებით ერთ-ერთი საკნის ქვეშ 20-მეტრიანი გვირაბი გათხარა. ამის შესახებ „გარდიანი“ იუწყება.

 

აღინიშნა, რომ გაქცევას ერთდროულად რამდენიმე პატიმარი გეგმავდა, მაგრამ ბანაკის დატოვება ვერავინ მოახერხა. ადამიანის უფლებათა ორგანიზაციის, ლტოლვილთა კოალიციის ცნობით, პატიმრები გვირაბის გათხრაზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

 

„მიწისქვეშა გადასასვლელმა უკვე გაიარა ორი ღობე და მიაღწია სამ მეტრ სიღრმეს. კიდევ ხუთი მეტრი და ისინი გარე ღობის მიღმა აღმოჩნდებოდნენ. ყველა მათგანი დაკავებულია და ისინი პატიმრობაში რჩებიან", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

 

ინციდენტის შემდეგ, დაკავებულთა ნაწილი მიგრაციის ცენტრის სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. ამჟამად ცენტრში 350-მდე მიგრანტი იმყოფება. მათმა ნახევარზე მეტმა ავსტრალიაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.

 

საქმეს ავსტრალიის ფედერალური პოლიცია იძიებს.

 

 

big_banner
არქივი