logo_geo
მედია: არაბთა ჯგუფები ქალაქებს არბევენ და მანქანებს წვავენ
- +

12 მაისი. 2021. 02:16

 

 

ისრაელის მედიის ინფორმაციით, პალესტინელებთან დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, არაბთა ჯგუფები ებრაულ-არაბულ ქალაქებში სინაგოგებს, მაღაზიებს არბევენ და მანქანებს წვავენ. მედია კონკრეტულად ქალაქებში - რამლასა და ლოდში არეულობის შესახებ წერს.

 

როგორც Channel 12 იუწყება, ლოდში სამ სინაგოგასა და რამდენიმე მაღაზიას წაუკიდეს ცეცხლი და ათობით ავტომობილი დაწვეს. არხის ცნობით, ებრაელ მაცხოვრებლებს გადაადგილებისას პოლიცია აცილებს. „ახალგაზრდა არაბთა ბანდები ქუჩა-ქუჩა დადიან, წვავენ მაღაზიებს, ამსხვრევენ ფანჯრებს. ებრაულ ოჯახებს გარეთ გასვლის ეშინიათ. მათი მანქანები კი გარეთ იწვის“, - განუცხადა ლოდის მცხოვრებმა მედიას.

 

Times of Israel წერს, რომ მაცხოვრებლების ნაწილი სარაკეტო იერიშებისას თავს იკავებს საზოგადოებრივ თავშესაფრებში წასვლისგან, რადგან დარბევის ეშინიათ.

 

 

big_banner
არქივი