logo_geo
აშშ-ში ტაქსები მგზავრებს ვაქცინაციაზე უფასოდ წაიყვანენ
- +

12 მაისი. 2021. 14:08

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტაქსის კომპანიები „Uber“ და „Lyft“ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 4 ივლისის ჩათვლით კორონავირუსის ვაქცინაციის პუნქტებამდე მიმავალ და იქიდან დასაბრუნებელ მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ. ღონისძიება იმუნიზაციის პროგრამის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ინფორმაციას „The Wall Street Journal“ ავრცელებს.

 

აშშ-ის მთავრობა ტაქსის კომპანიებს ვაქცინაციის 80 ათასამდე პუნქტს გადასცემს, რითიც დაიგეგმება უფასო მარშრუტები.

 

ინიციატივა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ეკუთვნის, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს მოსახლეობის 70% ვაქცინის პირველი დოზით მაინც იყოს აცრილი.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი