logo_geo
„ჰამასმა“ დაადასტურა, რომ ისრაელის არმიამ დაჯგუფების უფროსი მეთაური გაანადგურა
- +

12 მაისი. 2021. 19:27

 

 

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ დაადასტურა, რომ ისრაელის არმიამ დაჯგუფების უფროსი მეთაური, ბასემ ისა გაანადგურა.

 

ბასემ ისა ღაზაში „ჰამასის“ უფროსი მეთაურის ფუნქციებს ასრულებდა.

 

ისრაელის შიდა უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ბასემ ისა და „ჰამასის“ კიდევ რამდენიმე უფროსი მეთაური საჰაერო დარტყმების შედეგად გაანადგურეს.

 

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ოპერაცია უახლოეს დროში არ დასრულდება.

 

„ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ უფროსი მეთაურები და ეს მხოლოდ დასაწყისია. მათ წინააღმდეგ ისეთ დარტყმებს განვახორციელებთ, რომელსაც ვერც კი წარმოიდგენდნენ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი