logo_geo
მედია: ისრაელმა ღაზაში მესამე მრავალსართულიანი შენობა გაანადგურა
- +

12 მაისი. 2021. 21:38

 

 

„ისრაელის ავიაციამ ღაზას სექტორში მრავალსართულიანი შენობა „ალ-შურუკი“ გაანადგურა, მას შემდეგ, რაც იქ მყოფებს რამდენჯერმე მოუწოდეს, რომ შენობა დაეტოვებინათ“ - ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, ეს 10-სართულიანზე მაღალი მესამე შენობაა, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიმდინარე ბრძოლის ეტაპზე გაანადგურეს.

 

ისრაელის მედიის ცნობით, შენობაში ტერორისტთა ჯგუფების სხვადასხვა მეთაურები ცხოვრობდნენ.

 

მათივე ინფორმაციით, მოიერიშე თვითმფრინავების მხრიდან ბომბების ჩამოყრამდე, არაერთი გამაფრთხილებელი სიგნალი განხორციელდა, რომ ხალხს შენობა დაეტოვებინათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი