logo_geo
ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ღაზას სექტორზე იერიშების გააქტიურების გადაწყვეტილება დაამტკიცეს
- +

13 მაისი. 2021. 02:17

 

 

ისრაელის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ღაზას სექტორზე იერიშების გააქტიურების გადაწყვეტილება დაამტკიცეს. ამის შესახებ „თაიმს ოფ ისრაელი“ იუწყება.

 

ისრაელის მეთორმეტე არხის ცნობით, ისრაელი ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ მმართველობის სიმბოლოებზე სარაკეტო დარტყმებს გეგმავს, მათ შორის შესაძლოა, იყოს მოძრაობის ხაზინის შენობა.

 

„თაიმს ოფ ისრაელის“ ცნობით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კონფლიქტი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი