logo_geo
ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს
- +

17 მაისი. 2021. 21:56

 

 

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი ისრაელის სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებს და ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მტკიცედ გმობს.

 

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფენ ზაიბერტის განცხადებით, გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ისრაელის მთავრობის მეთაურთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან სატელეფონო საუბარი გამართა.

 

სატელეფონო საუბრის დროს ანგელა მერკელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელს უფლება აქვს საკუთარი თავი დაიცვას.

 

გერმანიის კანცლერმა იმედი გამოთქვა, რომ საბრძოლო მოქმედებები მალე დასრულდება. მან ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა მკაცრ ზომებს მიიღებს იმ პირების მიმართ, ვინც ანტისემიტიზმს ავრცელებს.

 

 

big_banner
არქივი