logo_geo
ტედროს ადანომ გებრეიესუსი: მსოფლიო ვაქცინების აპართეიდის ეტაპზეა
- +

17 მაისი. 2021. 23:29

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ მსოფლიო „ვაქცინების აპართეიდის“ ეტაპზეა.

 

„ვიტყვი არა მხოლოდ იმას, რომ მსოფლიო ვაქცინების აპართეიდის რისკის წინაშეა, არამედ იმას, რომ მსოფლიო ვაქცინების აპართეიდის ეტაპზეა. როგორც იცით, მაღალი შემოსავლის ქვეყნებზე მსოფლიოს მოსახლეობის 15 პროცენტი მოდის, თუმცა მათ აქვთ მსოფლიოს ვაქცინების 45% , ხოლო დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებმა, რომლებზეც მსოფლიოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი მოდის, მიიღეს მსოფლიოს ვაქცინების მხოლოდ 17%. ასე რომ, განსხვავება ნამდვილად უზარმაზარია“, – განცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

 

ტედროს ადანომ გებრეიესუსმა აღნიშნა, რომ მდიდარმა ქვეყნებმა უკვე დაიწყეს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრების გაკეთება ბავშვებში მაშინ, როდესაც მსოფლიოში ხანადაზმული პირები და რისკ-ჯგუფები ვაქცინის გარეშე რჩებიან.

 

 

big_banner
არქივი