logo_geo
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათმა გამანადგურებელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შტაბზე მიიტანეს იერიში
- +

18 მაისი. 2021. 02:14

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ მათმა გამანადგურებელმა ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში რადიკალური მოძრაობა „ჰამასის“ შიდა უსაფრთხოების ოპერაციების შტაბზე მიიტანეს იერიში.

 

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, შენობა წარმოადგენდა „ჰამასის“ ცენტრალურ ტერორისტულ ინფრასტრუქტურას, საიდანაც მოქმედებდა მოძრაობის სამხედრო დაზვერვა.

 

როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ავიადარტყმის შედეგად მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

ისრაელსა და პალესტინელებს შორის დაძაბულობის ესკალაციას გასული კვირის დასაწყისიდან ისრაელში ათი ადამიანი ემსხვერპლა. პალესტინური მხარის ცნობით, ღაზას სექტორში გარდაცვლილია 200-ზე მეტი ადამიანი. დაპირისპირების დაწყებიდან ღაზას სექტორიდან ისრაელის ქალაქების მიმართულებით სამი ათასამდე რაკეტა გაუშვეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი