logo_geo
ესპანეთმა სეუტას ანკლავში, სადაც ათასობით მიგრანტი შეიჭრა, ჯარი შეიყვანა
- +

18 მაისი. 2021. 14:44

 

„ესპანეთის ანკლავის, სეუტას ტერიტორიაზე მეზობელი მაროკოდან 6 000-მდე მიგრანტი შევიდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ესპანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მიგრანტების უმეტესობა მაროკოელია და მათ შორის 1 500-მდე არასრულწლოვანია.

 

ესპანეთის ხელისუფლებამ სეუტაში ჯარისკაცები შეიყვანა, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას დაეხმარებიან და მაროკოსთან საზღვარზე პატრულირებას განახორციელებენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ფერნანდო გრანდ-მარლასკამ განაცხადა, რომ სეუტას სასაზღვრო ძალებს 200 ჯარისკაცი და 200 პოლიციელი დაეხმარება.

 

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა სეუტაში შექმნილი კრიზისის გამო პარიზში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. ესპანეთის სეუტასა და მელილას ანკლავები ცხოვრების უკეთესი პირობების პოვნის მიზნით ევროპაში ჩასვლის მსურველ აფრიკელ მიგრანტებს დიდი ხანია იზიდავს.

big_banner
არქივი