logo_geo
კიმ ჩენ ინმა ტანზე მომდგარი ჯინსების ტარება უკანონოდ გამოაცხადა
- +

18 მაისი. 2021. 15:19

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ტანზე მომდგარი ჯინსების ტარება უკანონოდ გამოაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ახალგაზრდების კონტროლისთვისაა აუცილებელი. ინფორმაციას ამის შესახებ „მირორი“ ავრცელებს.

 

კიმ ჩენ ინის თქმით, ის შიშობს, რომ დასავლურმა „დეკადენტურმა“ (გახრწნილმა) სტილმა, შესაძლოა, ახალგაზრდობაზე გავლენა იქონიოს და მისი რეჟიმის დანგრევა გამოიწვიოს.

 

მისივე თქმით, დახეული, ტანზე მომდგარი ჯინსები, ექსტრავაგანტული ვარცხნილობები, ეს ყველაფერი „კაპიტალისტური ცხოვრების წესში შეჭრის ნიშნებია“.

 

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც უცხოურ მოდას მისდევენ, შრომით ბანაკებში უნდა გაგზავნონ.

big_banner
არქივი