logo_geo
პრინცი უილიამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
- +

20 მაისი. 2021. 12:15

 

 

დიდი ბრიტანეთის პრინცი უილიამი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ამის შესახებ „Daily Mail“ წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პრინცმა აცრა ლონდონში, მეცნიერებათა მუზეუმში მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრში გაიკეთა. მან Twitter-ზე აცრის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

 

„სამშაბათს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზა მივიღე. ყველას, ვინც ვაქცინაციაშია ჩართული - მადლობა ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და რასაც აკეთებთ“, - დაწერა უილიამმა.

 

38 წლის პრინცს არ დაუკონკრეტებია, რომელი პრეპარატით აიცრა, თუმცა, მისი ასაკიდან და ბრიტანეთში მოქმედი რეგულაციებიდან გამომდინარე, მას არჩევანის გაკეთება „Pfizer“-სა და „AstraZeneca“-ს შორის შეეძლო.

 

 

big_banner
არქივი