logo_geo
ანტონიო გუტერეში: დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ეს ღაზაში ბავშვების ცხოვრებაა
- +

20 მაისი. 2021. 21:34

 

 

„დედამიწაზე ჯოჯოხეთი თუ არსებობს, ეს ღაზაში ბავშვების ცხოვრებაა“, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მან  მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. გუტერეშმა თქვა, რომ ღაზაში ისრაელის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვის გაგრძელება შოკისმომგვრელია.

 

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ასევე მიუღებელია „ჰამასის“ და სხვა ჯგუფების მიერ ისრაელის მიმართულებით რაკეტების სროლა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი