logo_geo
ინდოეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი
- +

21 მაისი. 2021. 10:24

 

 

ინდოეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა MiG-21 („ბიზონი“) ინდოეთის შტატ პენჯაბში ავიაკატასტროფა განიცადა. ინციდენტის შედეგად პილოტი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალები ავრცელებს.

 

ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

 

წელს ინდოეთში ეს არის მესამე ინციდენტი, რომელიც MiG-21-ს ეხება. მარტში სამხედრო საჰაერო ძალების საწვრთნელი ფრენის დროს კაპიტანი დაიღუპა. იანვარში MiG-21 რაჯასტანის შტატში ჩამოვარდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი