logo_geo
ეკვადორში ბანანის კონტეინერიდან 2,14 ტონა კოკაინი ამოიღეს
- +

21 მაისი. 2021. 10:58

 

 

ეკვადორის პოლიციამ გემზე ბანანის კონტეინერიდან 2,14 ტონა კოკაინი ამოიღო, რომელიც გუაიაკილის პორტიდან რუსეთში უნდა წასულიყო. ინფორმაციას ამის შესახებ TN23 ავრცელებს.

 

სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ნივთიერება მათმა ძაღლმა, გამგზავრებამდე რამდენი წუთით ადრე აღმოაჩინა. მათი თქმით, ნარკოტიკის ასეთი მოცულობა ამ წლის დასაწყისში ყველაზე დიდია.

 

სულ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 2121 ცალი ბრიკეტი აღმოაჩინეს აკრძალული ნივთიერებით. ჩამორთმეული კოკაინის ღირებულება 4 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

 

ცნობილია, რომ გემს რუსეთამდე ნიდერლანდებში უნდა გაევლო, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობის ყველაზე დიდ წერტილს წარმოადგენს დასავლეთ ევროპაში.

 

 

big_banner
არქივი