logo_geo
კანადის სასამართლო: ირანში უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდება ტერაქტი იყო
- +

21 მაისი. 2021. 12:45

 

 

ირანის რევოლუციური გვარდიის მიერ, თეირანთან ახლოს, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდება წინასწარგანზრახული ტერორისტული აქტი იყო. ასეთ შეფასებას აძლევს კანადის ონტარიოს სასამართლო 2020 წლის 8 იანვარს მომხდარ კატასტროფას. ინფორმაციას „Global News“ ავრცელებს.

 

მოსამართლის დასკვნით, რეისზე PS 752 სარაკეტო შეტევა მიზანმიმართულად განხორციელდა, რაც ტერორისტული ქმედებას წარმოადგენს. ამ დასკვნამდე მოსამართლე ექსპერტებზე დაყრდნობით მივიდა. ექსპერტების თქმით, რევოლუციურმა გვარდიამ იცოდა, რომ PS 752 სამოქალაქო თვითმფრინავი იყო და მას განადგურების მიზნით, წინასწარგანზრახულად ესროლა.

 

სამოქალაქო საქმეში, რომელიც 4 დაღუპულის ოჯახმა აღძრა, ონტარიოს სასამართლომ ირანის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. თეირანმა საბუთები მიიღო, მაგრამ პროცესზე ირანის დაცვის მხარე არ იყო წარმოდგენილი.

 

ბრალდებულთა შორის, სხვა პირებთან ერთად, ირანის რევოლუციური გვარდია, შეიარაღებული ძალები და უმაღლესი სულიერი ლიდერი ალი ჰამენეია. კანადის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე დაზარალებულთა ოჯახებს ირანის ხელისუფლებისგან კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ.

 

2020 წლის 8 იანვარს თეირანის მახლობლად ჩამოვარდნილი PS 752-ის ბორტზე 176 მგზავრი, მათ შორის კანადის 55 მოქალაქე, ასევე უკრაინელები, ირანელები და ბრიტანელები იმყოფებოდნენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი