logo_geo
ისრაელის თავდაცვის ძალები საგანგებო ზომებს ხსნის
- +

21 მაისი. 2021. 12:46

 

 

ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე თითქმის ყველა შეზღუდვას ხსნის, ღაზას საზღვართან მყოფი დასახლებების ჩათვლით.

 

ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე აცხადებს, რომ სკოლები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილში დღეს დახურული რჩება. აქვე ის მაინც სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოქალაქეებს ღია ცის ქვეშ ყოფნისას.

 

ამასთან, პოლიციამ ღაზას სექტორთან ახლოს მდებარე ავტომაგისტრალების გახსნა დაიწყო, რომელიც ავიაიერიშებისას სიფრთხილის მიზნით დახურეს.

 

 

big_banner
არქივი