logo_geo
ინდოეთში გემის ჩაძირვას, სულ მცირე, 51 ადამიანი ემსხვერპლა
- +

21 მაისი. 2021. 16:22

 

 

არაბეთის ზღვაში გემის ჩაძირვის შემდეგ, წყლიდან 51 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს. 24 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.

 

გემი P305 ციკლონ „ტოკტეის“ გამო, მუმბაიდან 35 საზღვაო მილის მოშორებით ჩაიძირა. 188 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

 

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ მუმბაის პოლიციამ გამოძიება დაიწყო კაპიტნის ბრალეულობის დასადგენად. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებას ერთ-ერთმა გადარჩენილმა მიმართა. მისი მტკიცებით, „კაპიტანმა ამინდის შესახებ გაფრთხილება უგულებელყო“ და ზღვაში მაინც გავიდა.

 

სამძებრო სამუშაო ამ დრომდე გრძელდება.

 

 

big_banner
არქივი