logo_geo
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი: კორონავირუსის პანდემია ბოლო პანდემია არ იქნება
- +

21 მაისი. 2021. 19:07

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია ბოლო პანდემია არ იქნება.

 

„ეს არ იქნება ბოლო პანდემია. შეიძლება ზოგიერთი პანდემიის პრევენცია შევძლოთ, მაგრამ ყველას ვერ ავიცილებთ თავიდან. ჩვეული საქმიანობა ჩვეულ შედეგს გამოიღებს: სამყარო, რომელიც არ არის უსაფრთხო, მოუმზადებელი და უსამართლოა“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების სწრაფად შექმნა მეცნიერების ტრიუმფია.

 

„თუმცა, ვაქცინების უთანასწორო განაწილება კაცობრიობისთვის მარცხია. გლობალურ დონეზე, გახარჯული ვაქცინების თითქმის 90% „დიდი ოცეულის“ ქვეყნებზე მოდის“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

 

 

big_banner
არქივი