logo_geo
საფრანგეთი 2021 წლის ბოლომდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ვაქცინის 30 მილიონ დოზას გაუნაწილებს
- +

21 მაისი. 2021. 21:03

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი 2021 წლის ბოლომდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ვაქცინის 30 მილიონ დოზას გაუნაწილებს.

 

„ჯანდაცვის სფეროში გლობალური საგანგებო მდგომარეობა არ დასრულებულა. ევროპული ინიციატივის ფარგლებში, საფრანგეთმა ვალდებულება აიღო, 2021 წლის ბოლომდე ვაქცინის 30 მილიონი დოზა გაუნაწილოს სხვა ქვეყნებს“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

 

big_banner
არქივი