logo_geo
მარადონას სიკვდილის საქმეზე, ექიმებს ოცდახუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- +

21 მაისი. 2021. 23:43

 

 

ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო არმანდო მარადონას, სიკვდილის საქმეზე, ექიმებს ოცდახუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

ESPN-ის ცნობით, ბრალდებულთა შორის სამედიცინო ჯგუფის შვიდი წარმომადგენელია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მარადონას სიკვდილზე. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ რვიდან ოცდახუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. პროკურატურამ უკვე სთხოვა სასამართლოს, ბრალდებულ პირებს ქვეყნის დატოვების უფლება არ მისცენ.

 

დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ამის გამო, არგენტინის მთავრობამ ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა. ფეხბურთელი 60 წლის იყო. ოფიციალური ვერსიით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი