logo_geo
კორონავირუსით დაავადებულ კომაში მყოფ ქალს საკეისრო გაუკეთეს – რა იყო პირველი სიტყვა, როცა მან საკუთარ მუცელს შეხედა
- +

22 მაისი. 2021. 23:11

 

 

უნგრელი ქალი სილვია ბედო-ნაგიმ მხოლოდ მაშინ შეიტყო, რომ ქალიშვილის დედა გახდა, რაც ერთთვიანი კომატოზური მდგომარეობიდან გამოვიდა – ამ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

 

 

 

როგორც გამოცემა წერს, კორონავირუსის გართულების შედეგად კომაში ჩავარდნილი ქალი ახლა თავს ჯანმრთელად გრძნობს და ოჯახთნ ერთად ცხოვრობს.

 

 

 

სილვია ორსულად იყო, როცა COVID-19-ის დიაგნოზი დაუსვეს და რაკი საწყის ეტაპზე მისი მდგომარეობა მძიმე არ იყო, კარანტინში სახლში გაგზავნეს. მდგომარეობის გაუარესებისთანავე კი იგი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ქალს პნევმონიაც დაუდგინდა.

 

 

 

“სუნთქვა აღარ შემეძლო, აღმოჩნდა, რომ ეს ფილტვების ანთებით იყო გამოწვეული. – უთხრა სილვიამ რადიო “თავისუფალ ევროპას.”

 

 

 

იგი ბუდაპეშტში გადაიყვანეს და ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა, თავად სილვია კი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს, შემდეგ ის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს და ბოლოს კომაში ჩავარდა. საავადმყოფოში ყოფნის დროს, ახალშობილზე მისი ქმარი, ჯოზეფ ბედო ზრუნავდა. ის შიშობდა, რომ ცოლი ვერ გადარჩებოდა.

 

 

 

ერთ დღეს კი სილვიას ქმარს ექიმმა დაურეკა და უთხრა, რომ მისმა ცოლმა გაიღვიძა.

 

 

 

„წარმოდგენა არ მქონდა, რა ხდებოდა. ექიმს მუცლისკენ მივუთითე და ვკითხე, როდის გავაჩინე. ექიმმა მითხრა, რომ ბავშვი ცოტა ხნის წინ დაიბადა.” – ამბობს კომიდან გამოსვლის შემდეგ სილვია.

 

 

 

ახლა, ის შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს.” – წერს გამოცემა.

 

 

 

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, უნგრეთში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი COVID-19 სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაფიქსიდა, ზოგიერთ საავადმყოფოში დაავადებულთა 80 პროცენტის გადარჩენა ვერ შეძლეს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი