logo_geo
კონგოში ვულკანი ნირაგონგო ამოიფრქვა
- +

23 მაისი. 2021. 00:22

 

 

კონგოს რესპუბლიკაში, ვულკანი ნირაგონგო ამოიფრქვა. ამის შესახებ france24 წერს.

 

ქალაქ გომაში ელექტროენერგია გაითიშა და მოსახლეობამ სახლების დატოვება დაიწყეს. „ცა გაწითლდა, დამწვირის სუნია, შორს მოჩანს გიგანტური ალი, რომელიც მთიდან ამოდის“, - აცხადებენ ქალაქის მცხოვრებლები.

 

გამოცემის ცნობით, ბოლოს ეს ვულკანი 2002 წლის 17 იანვარს ამოიფრქვა, შედეგად დაიღუპა 100 ადამიანი. ლავამ ქალაქის აღმოსავლეთი ნაწილი დაფარა. ასობით ათასმა ადამიანმა კი გომა დატოვა.

 

ყველაზე დიდი მსხვერპლით ვულკანის ამოფრქვევა 1977 წელს დასრულდა, როცა სტიქიამ 600 ადამიანი იმსხვერპლა.

 

გომას რეგიონში 6 ვულკანია, რომელთა სიმაღლეც 3 000 მეტრია.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი