logo_geo
დედოფალმა ელისაბედმა ახალი ავიაკრეისერი HMS Queen Elizabeth დაათვალიერა
- +

23 მაისი. 2021. 02:47

 

დედოფალმა ელისაბედმა დაათვალიერა ახალი ავიაკრეისერი, რომელსაც სახელი მის პატივსაცემად დაარქვეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

65 ათას ტონიანი ავიაკრეისერი HMS Queen Elizabeth, რომლის შემადგენლობაში რვა F-35B ტიპის ბრიტანული და 10 F-35 ტიპის ამერიკული ავიაგამანდგურებლები შევა, 28-კვირიან ნაოსნობაში გაემგზავრება აზიის წყლების მიმართულებით.

 

გარდა ავიაკრეისერისა, სანაოსნო ჯგუფში ორი საესკადრო ნაღმოსანი, ორი ფრეგატი, წყალქვეშა ნავი და ორი დამხმარე გემი შევა. ჯგუფს ასევე ამერიკული საესკადრო ნაღმოსანი და ჰოლანდიური ფრეგატიც შეუერთდებიან.

 

სანაოსნო ჯგუფი ინდოეთსა და სინგაპურში გაჩერდება, შემდეგ კი, სადაო სამხრეთ ჩინეთის ზღვის გავლით გეზს ფილიპინების ზღვისკენ აიღებს.

 

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, სანაოსნო ჯგუფის მსვლელობა ხელს შეუწყობს ბრიტანეთის რბილი ძალის დემონსტრირებას, როგორიცაა რწმენა დემოკრატიასა და კანონის უზენასეობაში.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი