logo_geo
კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ თანამდებობა 70 პოლიციელმა დატოვა
- +

23 მაისი. 2021. 10:34

 

 

კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ თანამდებობა 70-ზე მეტმა პოლიციელმა დატოვა.

 

კაპიტოლის საპოლიციო კავშირის თავმჯდომარემ, გუს პაპატანასიუმ განაცხადა, რომ პოლიციელები 6 იანვრის მოვლენების შემდეგ ტრავმირებულები არიან და ამ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.

 

„პოლიციის ბევრ თანამშრომელს ეჭვი ეპარება, დარჩება თუ არა ამ განყოფილებაში”, - აღნიშნა პაპატანასიუმ.

 

6 იანვარს ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეებმა, რომლებიც პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ, კაპიტოლიუმის შტურმი და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების კენჭისყრის ჩაშლა სცადეს. დაპირისპირებას 5 ადამიანი, მათ შორის პოლიციელი ემსხვერპლა.

 

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, 252 ხმით 175-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მომხდარი შტურმისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საგამოძიებო კომისიის შექმნას.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი