logo_geo
ინდოეთში „შავი სოკოს“ მომაკვდინებელი ინფექცია უკვე 8 800-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა
- +

23 მაისი. 2021. 12:36

 

 

„ინდოეთში ე.წ. „შავი სოკოს“ მომაკვდინებელი დაავადება, მუკორომიკოზი გავრცელდა. იშვიათი ინფექცია უკვე 8 800-ზე მეტ ადამიანს დაუდგინდა“, - ამის შესახებ BBC წერს.

 

ექიმები ამბობენ, რომ არსებობს კავშირი აღნიშნული ინფექციის გავრცელებასა და სტეროიდების გამოყენებას შორის, რომელსაც კორონავირუსის მკურნალობისას მოიხმარენ. მათივე განმარტებით, რისკ-ჯგუფში განსაკუთრებით მოიაზრებიან დიაბეტის მქონე პაციენტები.

 

არსებული ინფორმაციით, იშვიათი ინფექცია, ძირითადად, კორონავირუსისგან განკურნებიდან 12-18 დღის განმავლობაში ვლინდება.

 

მუკორომიკოზის შემთხვევათა ნახევარზე მეტი ორ შტატში - გუჯარათსა და მაჰარაშტრაში გამოვლინდა, თუმცა, მეტ-ნაკლებად, მან უკვე ყველა შტატი მოიცვა. 29 შტატში, შესაძლოა, ინფექცია პანდემიადაც გამოცხადდეს.

 

მუკორომიკოზით გარდაცვალების მაჩვენებელი, საშუალოდ, 50%-ია, თუმცა ინდოელი ექიმები ამბობენ, რომ ვითარების დამძიმების შემთხვევაში, არაა გამორიცხული, მან 94%-მდეც მიაღწიოს. ამ ინფექციით დაავადებული ადამიანების დიდ ნაწილს, განსაკურნებლად, თვალის დაკარგვაც კი უწევს, რადგან, უმეტესად, პროცესი თავში, თვალის არეში ვითარდება.

 

მუკორომიკოზი ძალიან იშვიათი ინფექციაა. ის გამოწვეულია მუკორის სახეობის ობის სოკოებით. ესაა მიკროსკოპული სოკოები, რომლებიც წარმოქმნიან ობს ორგანული სუბსტრატების ზედაპირზე. ჩვეულებრივ, ის გვხვდება ნიადაგში, მცენარეებში, სასუქებში და ლპობის პროცესში არსებულ ხილსა და ბოსტნეულში. ასევე - ჯანმრთელი ადამიანის ცხვრისა და ლორწოშიც კი. ის განსაკუთრებით საშიშია დიაბეტით, სიმსივნით ან აივ ინფექციით დაავდებული ადამიანებისთვის.

 

ინფექცია მაშინ ვითარდება, როდესაც ობის სოკო ადამიანის ტვინში, ფილტვებში ან ფისტულებში გაიდგამს ფესვებს.

 

 

big_banner
არქივი